„ბაიერნის“ ყოფილმა ვარსკვლავმა ლოთარ მათეუსმა სოციალურ ქსელში გააზიარა თავისი მოსაზრება მიუნხენური კლუბის თავდამსხმელის, ჰარი კეინის თამაშზე.
„კეინი მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვის - როგორც აქტიური და წამყვანი ფეხბურთელი, ის „ბაიერნის“ ელჩია მთელ მსოფლიოში. საქმე მხოლოდ მის გოლებში არ არის, არამედ მის მენტალიტეტშიც, მედიასთან მის რეაქციებშიც - ჰარი ნამდვილი ჯენტლმენია. ვფიქრობ, კლუბი ყველაფერს გააკეთებს მისი კონტრაქტის გასახანგრძლივებლად. ის ამჟამად 2027 წლამდეა გათვლილი, მაგრამ შესაძლოა, ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ისინი დასხდნენ და მომავალზე იმსჯელონ.
32 წლის კეინის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2027 წლის 30 ივნისს იწურება. 2025/26 წლების სეზონში ინგლისელმა 41 მატჩი ჩაატარა, 49 ბური გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.





