ფეხბურთი

19:18 | 10.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ შესაძლოა „სპორტინგის“ კაპიტანი მორტენ ჰიულმანი 40-50 მილიონ ევროდ დაიმატოს

„მანჩესტერ სიტი “ ლისაბონის „სპორტინგის“ კაპიტნით, მორტენ ჰიულმანით დაინტერედა - წერს A Bola.

წყაროს ცნობით, ამჟამად მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა „სიტი“ „სპორტინგის“ მიერ ფეხბურთელისთვის წაყენებული ზოგიერთი პირობის შესახებ ინფორმირებულია. 80 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი ხელშეკრულების მიუხედავად, პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა 40-50 მილიონი ევროს ოდენობის სანაცვლოდ დათანხმდეს მოლაპარაკებაზე.

ჰიულმანმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090055