ფეხბურთი

19:55 | 10.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუჩანო სპალეტიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა - გვამცნობს „იუვენტუსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

67 წლის სპალეტი „იუვენტუსს“ სათავეში 2025 წლის 30 ოქტომბერს ჩაუდგა. თავდაპირველად კლუბთან მისი კონტრაქტი 2025/26 წლების სეზონის ბოლომდე იყო გათვლილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელი მწვრთნელის ახალი კონტრაქტით ხელფასი წელიწადში 6 მილიონ ევროს შეიძლება აღწევდეს.

„იუვენტუსი“ 2025/26 წლების სერია A-ს ცხრილში მეხუთე ადგილზეა. გუნდს 31 მატჩიდან 57 ქულა აქვს. პირველ ადგილზე „ინტერია,“ რომელმაც ამდენივე თამაშში 72 ქულა დააგროვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090212