„ჩელსი“ აკვირდება „შტუტგარტის“ ნახევარმცველ ანჯელო სტილერს. Bild-ის ცნობით, გერმანელმა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბზე შთაბეჭდილება მოახდინა ბუნდესლიგის მე-16 ტურის მატჩში ლევერკუზენის „ბაიერთან“ 4:1 გამარჯვების დროს.
წყაროს ცნობით, „შტუტგარტი“ 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს დაახლოებით 50 მილიონ ევროდ აფასებს.
გასულ ზაფხულს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნახევარმცველს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ეტაპზე მისი გადაბირების მიზნით მიმართა, თუმცა გარიგება ვერ შედგა. სტილერის პრემიერლიგაში შესაძლო გადასვლის შემდეგ, მისი ხელფასი სულ მცირე, გაორმაგდება. მისი ამჟამინდელი გასამრჯელო წელიწადში 4.5 მილიონი ევროა.
ამ სეზონში სტილერმა ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, ერთი ბური გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.





