„ბაიერნი“ მზადაა, „ასტონ ვილას“ ნახევარმცველის, მორგან როჯერსის ტრანსფერისთვის „არსენალს“, „ჩელსის“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ კონკურენცია გაუწიოს - წერს „Mirror“.
წყაროს ცნობით, მიუნხენის კლუბი 23 წლის ნახევარმცველით აღფრთოვანებულია. ხაზგასმულია, რომ „ასტონ ვილა“ როჯერსისთვის მინიმუმ 80 მილიონ გირვანქას (92 მილიონი ევრო) მოითხოვს. ბირმინგემის კლუბს ნახევარმცველის დაკარგვა არ სურს, მაგრამ მისი გაყიდვა ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
ამ სეზონში როჯერსმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.





