„მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა.
„მესმის სიტუაცია, როგორშიც იანვარში ვიყავით, სეზონის დარჩენილი ნაწილისა და ზაფხულის სეზონის გეგმა? არ მგონია, რაიმე შეიცვალოს.
ყველაფერი ისე იქნება, როგორც იქნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი გავაკეთო, დავგეგმო მომავალი, კლუბისა და ფეხბურთელების საკეთილდღეოდ. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ სეზონი დავასრულო და შემდეგ მოსულ სპეციალისტს მივანდო ეს საკითხი.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გეგმის შედგენა და მისი დაცვა, რათა გუნდი გაძლიერდეს. თუ კლუბის ნაწილი ვარ, მაშინ ასე მოვიქცევი, თუ არა და, ჩემი ბრალი იქნება ყველაფერი“, - ციტირებს კერიკის სიტყვებს Sky Sports.
ინგლისის ჩემპიონატში 31 მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 55 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.





