„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა კომენტარი გააკეთა თავდამსხმელ მაიკლ ოლისეს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ადრე, ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა განაცხადა, რომ „სამეფო კლუბი“ მზად იყო ფრანგ გარემარბში 160-165 მილიონი ევრო გადაეხადა.
„ოლისე „რეალში“? არა, ნამდვილად არა... შანსი არ არის. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი პროექტი, მაიკლი აქ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს“, - ციტირებს ჟურნალისტი კერი ჰოუ ებერლის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ამ სეზონში ოლისემ ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა, 16 ბურთი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელ





