ფეხბურთი

23:27 | 10.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზაირ-ემერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 40 მატჩი ჩაატარა

პსჟ-ს ნახევარმცველი უორენ ზაირ-ემერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 40 მატჩი ჩაატარა. მან ეს 20 წლისა და 31 დღის ასაკში გააკეთა.

ზაირ-ემერიმ რეკორდი 9 აპრილს „ლივერპულის“ წინააღმდეგ პირველ მეოთხედფინალურ მატჩში (2:0) დაამყარა.

პსჟ-ს ნახევარმცველმა მადრიდის „რეალის“ყოფილ მეკარეს, იკერ კასილასს გადაასწრო, რომელმაც 21 წლისა და 275 დღის ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე იმავე რაოდენობის მატჩები ჩაატარა. მან ასევე გადაასწრო „რეალის“ ამჟამინდელ ნახევარმცველს, ჯუდ ბელინგემს, რომელიც 21 წლისა და 164 დღისაა.

ზაირ-ემერიმ მიმდინარე გათამაშებაში 13 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096361