ფეხბურთი

0:21 | 11.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბამ დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა „მონაკოს“ შემადგენლობაში

„მონაკოს“ ნახევარმცველი პოლ პოგბა მოედანზე გავიდა საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის მატჩში, სადაც „პარიზმა“ მისი „მონაკო“ 4:1 დაამარცხა. ეს ნახევარმცველის პირველი გამოჩენა გახლდათ მონაკოელთა შემადგენლობაში დეკემბრის შემდეგ.

პოგბა მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 3:1 იყო. ორი წუთის შემდეგ, „პარიზმა“ მეოთხე გოლი გაიტანა და მატჩი ასე დასრულდა.

ნახევარმცველი „მონაკოს“ 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, დოპინგის გამო ჯარიმის მოხდის შემდეგ. ფეხბურთელმა საფრანგეთის ლიგაში „მონაკოს“ შემადგენლობაში ოთხი მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ის დეკემბრიდან წვივის ტრავმის გამო ვერ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088211