იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „რომასა“ და „პიზას“ შორის მატჩი რომაელთა გამარჯვებიით 3:0 დასრულდა.
დედაქალაქელთა შემტევმა დონიელ მალენმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველი გოლი მან მეორე წუთზე გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს, 43-ე წუთზე, დუბლი შეასრულა. 52-ე წუთზე კი ჰეთ-თრიქი მიითვალა.
„პიზა“ ამჟამად იტალიის ჩემპიონატის ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზეა. კლუბს 32 მატჩიდან 18 ქულა აქვს. „რომა“ 57 ქულით, მეექვსეზე.





