ფეხბურთი

1:16 | 11.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 31-ე ტურში ვერ დაამარცხა „ჟირონა“

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში მადრიდის „რეალსა“ და „ჟირონას“ შორის მატჩი 1:1 დასრულდა.

„რეალის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა. ამგვარად, ურუგვაელმა ნახევარმცველმა პირადი რეკორდი დაამყარა, როდესაც ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაშში გაიტანა გოლი.

„რეალმა“ კი კილიან მბაპეს დაბრუნების შემდეგ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო.

სტუმარმა ნახევარმცველმა ტომას ლემარმა ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა.

31 მატჩის შემდეგ, „რეალს“ 70 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. 38-ქულიანი „ჟირონა“ კი მე-12-ზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087111