ფეხბურთი

1:43 | 11.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ 144-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მოხვდა გასავარდნ ზონაში

„ტოტენჰემ ჰოთსფური“ 144-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მოხვდა გასავარდნ ზონაში. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა.

„ტოტენჰემი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 30 ქულით მე-18 ადგილზეა მას შემდეგ, რაც 32-ე ტურის მატჩში „ვესტ ჰემმა“ „ვულვერჰემპტონი“ 4:0 დაამარცხა და მე-17 ადგილზე გადაინაცვლა. „ჩაქუჩებს“ 32 ქულა მოუგროვდათ. თუმცა, „ტოტენჰემმა“ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა და 12 აპრილს „სანდერლენდს“ დაუპირისპირდება.

რობერტო დე ძერბიმ ლონდონური კლუბი 31 მარტს ჩაიბარა. ის ამ სეზონში „ტოტენჰემის“ მესამე მთავარი მწვრთნელი გახდა იგორ ტუდორისა და თომას ფრანკის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160273