კალათბურთი

9:26 | 11.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორე მატჩში: გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი NBA-ში და "ორლანდოს" გამარჯვება

NBA-ში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ, რომელმაც ზედიზედ მეორედ ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო მისმა "ორლანდო მეჯიქმა" სტუმრად "ჩიკაგო ბულსი" დამაჯერებლად 127:103 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 16:37 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში ქართველი ცენტრის მონაგარი 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაა. გოგამ 7-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.

აღსანიშნავია, რომ "ორლანდოსთვის" ეს ზედიზედ მეხუთე მოგება იყო, ჯამში კი 45 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს გოგას გუნდი 13 აპრილს "ბოსტონ სელტიკის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.180131