NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქს" დაუპირისპირდა და 95:112 დამარცხდა. მარცხის მიუხედავად მამუკელაშვილი თავისი გუნდის მხრიდან ყველაზე შედეგიანი იყო და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 25 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში სანდრომ 17 ქულას, 8 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. მამუკელაშვილმა 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 45 გამარჯვებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს სანდროს გუნდი 13 აპრილს "ბრუკლინ ნეთსსის" წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში თამაშს გაინაღდებს.







