მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა კლუბის ყველაზე ცუდი მწვრთნელი გახდა XXI საუკუნეში გაშვებული გოლების რაოდენობით. ლა ლიგის 31-ე ტურში მადრიდელებმა ვერ დაამარცხეს „ჟირონა,“ ფრედ 1:1 ითამაშეს. ამის შესახებ Madrid Universal-მა სოციალურ ქსელში განაცხადა.
ამრიგად, „სამეფო კლუბმა“ 20 მატჩში 24 გოლი გაუშვა, რაც ანტირეკორდია.
RMC Sport-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა არბელოას შემცვლელს ეძებს. მთავარი მწვრთნელის პოსტის მთავარი კანდიდატი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამია, რომლის კონტრაქტიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იწურება.





