ფეხბურთი

13:46 | 11.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ „ნიუკასლის“ ნახევარმცველით დაინტერესდა

მიუნხენის „ბაიერნი“ „ნიუკასლის“ გარემარბით, ენტონი გორდონით დაინტერესდა. Caught Offside-ის ცნობით, გერმანული კლუბი 25 წლის ნახევარმცველის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

გორდონს ასევე „ლივერპული“ და „არსენალი“ აკვირდებიან. „კაჭკაჭები“ ინგლისელის პოტენციური გაყიდვიდან დაახლოებით 90-100 მილიონ ევროს ითხოვენ.

გორდონმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2030 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.079767