საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. ჩვენებურთაგან თავი ნიკოლოზ გაბრიჩიძემ, ლევან სვანიძემ, გიორგი ჩიმაკაძემ (ორჯერ) და ნიკოლოზ კურტანიძემ გამოიჩინეს. აზერბაიჯანელთაგან ნიჰად ისმაილოვმა და ადალეტ ალეკბეროვმა.
ჩვენი ნაკრები დამაჯერებად გამოიყურებოდა და მაყურებელს მათ გამარჯვებაში ერთი წუთითაც არ შეჰპარვია ეჭვი.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 9 აპრილს თბილისშივე ასევე ქართველების გამარჯვებით 4:2 დასრულდა.







