გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 29-ე ტურში „ნიურნბერგმა“ დრეზდენის „დინამოს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
„ნიურნბერგის“ შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში მეტოქეს საჰაერო ბრძოლაში შეეჯახა, მუხლებზე დაეცა და თავზე მოიკიდა ხელი. მაგრამ საბედნიეროდ შეჯახება ძლიერი არ აღმოჩნდა და ქართველმა მცველმა თამაში გააგრძელა.
ახლა „ნიურნბერგს“ 37 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზეა.





