დღეს, 11 აპრილს, ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადმოტანილი სამი მატჩი იმართება. მოგეხსენებათ, ეს შეხვედრები დიდთოვლობის გამო გადაიდო.
ერთი მატჩი უვე დამთავრდა. გორის „დილამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში რუსთაველთა განელმა სოლომონ კესიმ გახსნა 21-ე წუთზე. ვაჟა ფაცაციამ 58-ე წუთზე პენალტით მეორე გოლი გაიტანა. 84-ზე კი გორელთა კანადელმა ტრეი ფულერმა ერთი ბურთი გაქვითა - 1:2.
ახლა „დილას“ 7 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა. 10-ქულიანი „რუსთავი“ კი გალიდერდა.თუმცა „სპაერსა“ და „იბერიასაც“ 10-10 ქულა აქვთ. თანაც იბერიელებმა ერთი მატჩით ნაკლები ითამაშეს და თავის შეხვედრას დღეს მოგვიანებით ჩაატრებენ „მეშახტესთან.“





