სხვა

18:49 | 11.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალშია

მსოფლიო თასის 2026 წლის II დივიზიონის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებმა უკრაინას 20:9 მოუგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა და მეტოქეს ოთხივე პერიოდში (3:2, 5:4, 5:1, 7:2) აჯობა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი ვატო დადვანი დასახელდა.

2026 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს ტურნირის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. პლანეტის პირველობა ავსტრალიაში, 22–26 ივლისს გაიმართება.

ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ავსტრალიასა და გერმანიას შორის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094716