ფეხბურთი

20:46 | 11.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის შვილმა უპასუხა შეკითხვას ნეიმარის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის თაობაზე

ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის, ვაჟმა და მწვრთნელის თანაშემწემ, დავიდე ანჩელოტიმ ისაუბრა იმაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირისა და „სანტოსის“ თავდამსხმელის, ნეიმარის მონაწილეობას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში.

„გადაწყვეტილება შემადგენლობასთან დაკავშირებით მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა და მის მისაღებად ჯერ კიდევ დროა. მოთამაშეთა საბოლოო სია 18 მაისს გამოქვეყნდება. ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს ყველა საფუძველი აქვს, რომ გუნდში ადგილი დაიბევოს, რადგან მას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, ფორმა აღიდგინოს და საბოლოო განაცხადში მოხვდეს“, - ციტირებს დავიდე ანჩელოტის სიტყვებს derbyderbyderby.it.

მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და გაიმართება შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165572