გერმანული ბუნდესლიგის 29-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ ბერლინის „უნიონს“ უმასპინძლა 3:1 დაამარცხა და 15-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა (5 ფრე, 10 მარცხი). ბუდუ ზივზივაძე თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, 79-ზე კი შედევრი შექმნა - რამდენიმე მცველი მოატყუა და შესანიშნავი დარტყმით ბურთი კარის მარჯვენა ზედა კუთხეში მოათავსა.
ეს ბუდუს მეორე გოლი გახლდათ მიმდინარე ბუნდესლიგაში.
90+4-ე წუთზე ქართველმა მეორეც შეაგდო, მაგრამ თამაშგარეს მიზეზით გაუუქმეს.
ახლა „ჰაიდენჰაიმს“ 19 ქულა მოუგროვდა, თუმცა მაინც ბოლო, მე-18 ადგილზეა.





