დღეს, 11 აპრილს, ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადმოტანილი სამი მატჩი იმართება. მოგეხსენებათ, ეს შეხვედრები დიდთოვლობის გამო გადაიდო.
ორი მატჩი უვე დამთავრდა. გორის „დილამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
„დინამომ“ კი „ბათუმი“ იწვია და 2:2 დაუზავდა, თუმცა ზღვისპირელები ორჯერ იგებდნენ. ანგარიში სტუმარმა რევაზ ჩიტეიშვილმა გახსნა მე-3 წუთზე. 6 წუთში დინამოელთა 18 წლის შემტევმა ჰალიდ დოლტმურზიევმა გაათანაბრა. 36-ე წუთზე ბათუმელები თორნიკე კირკიტაძემ ისევ დააწინაურა, მაგრამ 73-ზე პორტუგალიელმა რუი მონტეირუმ ისევ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:2.
ახლა ორივე გუნდს 7-7 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მე-6-7 ადგილებს იყოფენ.





