ფეხბურთი

22:18 | 11.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს 32-ე ტურში „მილანმა“ გამანადგურებელი მარცხი განიცადა „უდინეზესთან“

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „მილანსა“ და „უდინეზეს“ შორის მატჩი სტუმართა გამადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 0:3.

მასპინძლების მცველმა დავიდე ბარტესაგიმ გოლი 26-ე წუთზე გაიტანა. ნახევარმცველმა იურგენ ეკელენკამპმა „უდინეზეს“ უპირატესობა 37-ე წუთზე გაზარდა. მეორე ტაიმში სტუმართა ნახევარმცველმა არტურ ატამ 71-ე წუთზე უპირატესობა გამანადგურებელი გახადა.

„უდინეზე“ ამჟამად იტალიის ჩემპიონატის ცხრილში მე-10 ადგილზეა 32 მატჩიდან 43 ქულით, ხოლო „მილანი“ 63 ქულით მესამეზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160968