ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩში „ლივერპულმა“ ლონდონის „ფულემს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა 2:0.
36-ე წუთზე ჭაბუკმა რიო ნგუმოამ გახსნა ანგარიში შესანიშნავი „მოჭრილი“ დარტმით. მოჰამედ სალაჰმა მასპინძელი გუნდის უპირატესობა მე-40 წუთზე გააორმაგა.
„ლივერპულის“ ქართველ მეკარე გირგი მამარდაშვილს ბევრი სამუშაო არ ჰქონია. ბურთი იშვიათად აღწევდა მის კარამდე. თუმცა 4 მოგერიება მაინც მოუგროვდა.
ეს გიორგის მე-14 მატჩი გახლდათ მიმდინარე სეზონში "ლივეეპულის' მაისურით და მესამე „მშრალი.“
ამ თამაშის შემდეგ, „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 52 ქულით მეხუთე ადგილზეა.





