საფრანგეთის ლიგა 2 -ის 30- ტურში "სენტ ეტიენმა" საკუთარ მოედანზე "დიუნკერკის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა მატჩის 66-ე წუთზე საჯარიმოს გარედან გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტაიებს სამი გოლით ჩამორჩება. ზურიკოს ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც აქვს.
"სენტ ეტიენი" 30 ტურის შემდეგ 57 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 18 აპრილს"ბასტიას" წინააღმდეგ გამართავს.





