ამირან გოგოლაძემ ოქტაგონ 86-ზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლის მეტოქე ყოფილი ჩემპიონი იონ სურდუ იყო, რომელსაც სნაიპერმა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით აჯობა.
გოგოლაძის პერფორმანსი საღამოს ბრძოლად შეფასდა, მან კარიერაში მე-18 გამარჯვება მოიპოვა და დიდი შანსია, რომ მომდევნო ბრძოლა სატიტულო იქნება. რაც შეეხება სორდუს, მოლდოველის ანგარიშზე 17 გამარჯვება და 8 მარცხია.
ამირანმა 2024 წლის ივნისის შემდეგ პირველად იჩხუბა, ქართველი დაბრუნებას 2025 წლის დეკემბერში აპირებდა, თუმცა ბრძოლა ჩაიშალა.







