ესპანეთის ლიგა ენდესას 26-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ჟირონას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 97:94 დაამარცხა.
შერმადინმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 16 მოგებით და 10 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 აპრილს, „რეალს“ სტუმრად შეხვდება.







