ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის 28-ე ტურში ალექს მერკვილაძის „ოსტენდემ“ სტუმრად „ვეერტი“ 96:92 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა.
მერკვილაძემ 25 წუთში საკუთარ გუნდს 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ოსტენდე“ 21 მოგებით და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 17 აპრილს, „მეხელენს“ უმასპინძლებს.







