საუდი პრო ლიგის 28-ე ტურში „ალ-ნასრმა“ სტუმრად „ალ-ოხდუდი“ დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ისევ გაიტანა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მე-15 წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ჟოაო ფელიქსმა სხვაობა გააორმაგა.
კრიშტიანუსთვის ეს იყო კარიერაში 968-ე გოლი, შესაბამისად, 1000-გოლიან ნიშნულამდე 32 გოლი აშორებს.
რონალდუს საუდი პრო ლიგის მიმდინარე სეზონში 24 გოლი აქვს გატანილი და მესამე ადგილზეა, ლიდერ ივან ტოუნის 3 გოლით ჩამორჩება.
„ალ-ნასრი“ 73 ქულით ლიდერია და 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ალ-ჰილალს“, ხოლო მომდევნო ტურში 15 აპრილს, „ალ ეტიფაქს“ უმასპინძლებს.







