„ბრენტფორდის“ თავდასმხმელი იგორ ტიაგო პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში ერთ სეზონში 20-გოლიან ნიშნულს უწია.
ტიაგომ „ევერტონთან“ ბოლო ტურის მატჩში (2:2) დუბლი შეასრულა, რაც მისთვის სეზონში მე-20 და 21-ე გოლები იყო.
ის ბომბარდირობისთვისაც იბრძვის, მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება ლიდერ ერლინგ ჰოლანდს, რომელსაც 22 გოლი აქვს გატანილი.





