თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში მარკის რიდის „ტრაბზონსპორი“ საკუთარ მოედანზე „პეტკიმ სპორთან“ დაძაბულ ბრძოლაში 84:90 დამარცხდა.
მარკის რიდმა 35 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 30 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 14-დან 9 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. ის მატჩის ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო მოთამაშე იყო.
„ტრაბზონსპორი“ 17 მოგებით და 9 წაგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 19 აპრილს, სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“ გამართავს.







