ფეხბურთი

19:14 | 12.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

2026 წელს ისევ მოგების გარეშე და გასავარდნ ზონაში: "ტოტენჰემი" ისევ დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში ლონდონის „ტოტენჰემი“ „სანდერლენდს“ ესტუმრა, რომელთანაც მორიგი მარცხი განიცადა და ახლა უკვე გასავარდნ ზონაშია.

„დეზებს“ ვერც რობერტო დე ძერბი შველის, ყოველშემთხვევაში, ჯერჯერობით, რადგან მისი დებიუტიც წარუმატებელი გამოდგა. ამასობაში კი, სეზონის დასასრულიც ახლოვდება. „სანდერლენდმა“ ნორდი მუკიელეს ერთადერთი გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 1:0.

„ტოტენჰემმა“ პრემიერლიგაში ბოლოს შარშან მოიგო - 28 დეკემბერს, „კრისტალ პალასს“ 1:0 სძლია. მას შემდეგ ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით 14 შეხვედრაში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა (5 ფრე, 9 წაგება).

შედეგად, „ტოტენჰემი“ სეზონის ფინიშამდე 6 ტურით ადრე 30 ქულით გასავარდნ ზონაში მე-18 ადგილზეა, ორი ქულით ჩამორჩება „ვესტ ჰემს“, სამით - „ლიდსს“ და „ნოტინგემს“.

დღესვე, პრემიერლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართა: „ნოტინგემი“ და „ასტონ ვილა“ დაზავდნენ (1:1), ხოლო „კრისტალ პალასმა“ შინ „ნიუკასლი“ 2:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.227127