საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორია დაწერა და მსოფლიო თასზე თამაშის უფლება მოიპოვა!
რევაზ ჩომახიძის გუნდმა II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა და რადგან ამ დივიზიონიდან ორი საგზური იყო მსოფლიო თასზე გამსვლელი, საქართველოც უკვე უდიდეს ტურნირზეა.
გერმანიასთან მატჩში საკვანძო მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ქართველმა წყალბურთელებმა 5:1 მოიგეს და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.
საქართველომ მალტაში მიმდინარე ტურნირზე პირველი მატჩი თურქეთთან წააგო, შემდეგ ბრაზილიას, სლოვენიას, თურქეთს, უკრაინას და გერმანიას აჯობა.
მსოფლიო თასზე, რომელიც 22-26 ივლისს, ავსტრალიაში გაიმართება, საქართველოს, საბერძნეთის, ხორვატიის, იტალიის, მონტენეგროს, ესპანეთის, უნგრეთისა და მასპინძელი ავსტრალიის ნაკრებები ითამაშებენ.







