„მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „არსენალის“ წაგებით ისარგებლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
„ქალაქელებმა“ 32-ე ტურში „ჩელსი“ სტუმრად 3:0 დაამარცხეს. გოლები მეორე ტაიმში გავიდა და პეპ გვარდიოლას გუნდმა ყველაფერი 17-წუთიან ინტერვალში გადაწყვიტა. ანგარიში ნიკო ორაილიმ გახსნა, შემდეგ მარკ გეჰიმ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ჟერემი დოკუმ დააფიქსირა.
„მანჩესტერ სიტის“ 64 ქულა აქვს, 6 ქულით ჩამორჩება „არსენალს“, რომელსაც მომდევნო ტურში უმასპინძლებს, თანაც, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ჩელსი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა, ბოლო ხუთ ტურში მეოთხედ და 48 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, წინ კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ საშინაო თამაში აქვს.





