ფეხბურთი

0:28 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ხარატიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატში პენალტი მოიგერია

ჩეხეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „პარდუბიცემ“ „სიგმა“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ლუკა ხარატიშვილმა პენალტი მოიგერია.

ქართველმა მეკარემ მეშვიდე წუთზე თავის საჯარიმოში მეტოქე წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაგრამ შეცდომა თავად გამოასწორა - იან კლიმენტის დარტყმა მოიგერია.

„სიგმა“ მე-15 წუთზე მაინც დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ „პარდუბიცემ“ ორჯერ გაიტანა და მოიგო. ხარატიშვილმა მეორე ტაიმის სტარტზეც იხსნა გუნდი, ძალიან ეფექტური და რთული სეივით. ლუკამ მთლიანობაში 3 დარტყმა მოიგერია. ხარატიშვილს ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 9 თამაში აქვს ჩატარებული და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა, დარტყმების 70.6% კი მოიგერია.

„პარდუბიცე“ 35 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 19 აპრილს, „პლზენს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168961