ფეხბურთი

1:05 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" საოცარი ქამბექი და დიდი ნაბიჯი სკუდეტოსკენ

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „ინტერმა“ სტუმრად „კომო“ დაამარცხა და ჩემპიობისკენ დიდი, ალბათ, საბოლოო ნაბიჯიც გადადგა.

„კომო“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და თამაშიც დიდებულად დაიწყო. სესკ ფაბრეგასის გუნდი უპირატესობას ფლობდა, რაც პირველი ტაიმის ბოლოს ორ გოლში ასახა: ჯერ ალექს ვალემ გაიტანა, შემდეგ ნიკო პასმა შესანიშნავი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

მიუხედავად ამისა, „ინტერი“ არ დანებდა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მარკუს ტურამმა შეამცირა სხვაობა. ფრანგმა ფორვარდმა მეორე ტაიმის დასაწყისში მცველის და მეკარის შეცდომა გამოიყენა და გაათანაბრა. შემდეგ დენზელ დუმფრისის ჯერი დადგა, რომელმაც ტურამის მსგავსად დუბლი შეასრულა და 0:2-დან „ინტერი“ 4:2 დაწინაურდა. მასპინძლებმა 89-ე წუთზე პენალტით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, „ნერაძურიმ“ 4:3 მოიგო.

„ინტერი“ 75 ქულით ლიდერია, 9 ქულით უსწრებს „ნაპოლის“ და ალბათ, სკუდეტოში ვერავინ შეეცილება. „კომომ“ მეოთხე ადგილი დაკარგა, 58 ქულით მეხუთეა და „იუვენტუსს“ ორი ქულით ჩამორჩა.

„კომო“ – „ინტერი“ 3:4 (2:1)

გოლები: 1:0 ვალე (36), 2:0 პასი (45), 2:1 ტურამი (45), 2:2 ტურამი (49), 2:3 დუმფრისი (59), 2:4 დუმფრისი (72), 3:4 და კუნია (89, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179163