ფეხბურთი

1:30 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძეს გოლი ცენტრიდან გაჰქონდა: "ვილიარეალმა" ბილბაოში მოიგო

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში „ვილიარეალმა“ სტუმრად „ბილბაო“ 3:1 დაამარცხა და პრაქტიკულად გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური. სასწაული უნდა მოხდეს, რომ მარსელინოს გუნდმა სეზონი ოთხეულში ვერ დაასრულოს.

„ვილიარეალი“ პირველ ტაიმში სერხი კარდონას და ალფონსო ალვარესის გოლებით 2:0 დაწინაურდა, რასაც ბასკებმა ბოლოს პრესტიჟის გოლით უპასუხეს.

გიორგი მიქაუტაძე არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თამაშში მხოლოდ 69-ე წუთზე ჩაერთო. ქართველი ძალიან ახლოს იყო სუპერგოლთან. 78-ე წუთზე მან კარიდან წინ გამოსული უნაი სიმონი შენიშნა და მოედნის ცენტრიდან კარში დაარტყა. დარტყმა ფაქტობრივად ზუსტი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში მოედანზე დახტომის შედეგად, ბურთი კარს ზემოდან ოდნავ გადასცდა... ულამაზესი გოლი იქნებოდა, სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო.

მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 6 მიმდინარე წელს) და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 36 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.

„ვილიარეალი“ 61 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 აპრილს, „ოვიედოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093713