კალათბურთი

9:21 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტომ" "ბრუკლინს" დამაჯერებლად მოუგო და მერვედფინალშია

დღეს, NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ დარბაზში "ბრუკლინ ნეთსი" დამაჯერებლად 136:101 დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 17:38 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა 9 ქულას,3 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ცნობისთვის, კანადელებმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი დაიკავეს და 2022 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს მერვედფინალში გასვლა, სადაც მათი მეტოქე "კლივლენდ კავალიერსი" იქნება. აღნიშნული დაპირისპირების პირველი შეხვედრა 18 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164272