ფეხბურთი

10:28 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

როგორია მბაპეს მდგომარეობა და შეძლებს თუ არა "ბაიერნთან" თამაშს: Athletic-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

მადრიდის "რეალის" ფრანგი შემტევი კილიან მბაპე "ბაიერნთან" უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზად იქნება და ის თავის გუნდის დახმარებას შეძლებს. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს. გარდა ამისა, ინფორმაციას ადასტურებს რამდენიმე წამყვანი ესპანური გამოცემაც.

ფრანგმა ვარსკვლავმა ტრავმა "ჟირონასთან" ფრედ დასრულებულ (1:1) მატჩში მიიღო, როდესაც საჯარიმოში ორთაბრძოლისას ვიქტორ რეიესის იდაყვი სახეში მოხვდა. შედეგად, მბაპეს თვალის ზემოთ ღრმა ჭრილობა გაუჩნდა და რამდენიმე ნაკერის დადება გახდა საჭირო. მიუხედავად ასეთი ზიანისა, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა დარღვევისთვის პენალტი არ დანიშნა.

წყაროს ცნობით, მბაპემ გუნდის ბოლო ვარჯიში გამოტოვა და მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, თუმცა ეს უფრო პრევენციული ნაბიჯი იყო. ასე, რომ ფრანგი ფეხბურთელი გუნდთან ერთად მიუნხენში გაემგზავრება.



შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა "ბაიერნის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა მიუნხენში 15 აპრისლ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161728