ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მედიასთან საუბარში ქართველი ფეხბურთელი გამოარჩია და მასზე დადებითად ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ხვიჩა დაცვაში უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს და ეს თვისება დასაფასებელია.
"როდესაც გუნდში ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი გყავს, მისი გაწვრთნა ძალიან მარტივია. დაცვაში თამაშის დროს ის "ნაპოლიში" ზუსტად იგივე სამუშაოს ასრულებდა, რასაც ახლა პსჟ-ში აკეთებს. ის დაცვაში გიჟივით მუშაობს და ეს დასაფასებელია.
დღეს ისეთი ფეხბურთია, სადაც ყველა გუნდი თითქმის ერთნაირად იცავს თავს, ამიტომ ყველაფერს გუნდური შეტევით ვერ მოაგვარებ, საჭიროა ინდივიდუალური კლასის ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ უპირატესობების შექმნა. ჩვენ სწორედ კვიჩას მსგავსი ფეხბურთელები გვჭირდება", - განაცხადა გარსიამ.
რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თამაშის დროს წვრთნიდა. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა





