ფეხბურთი

12:56 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი კარაგერი: "ტოტენჰემი? მეც არ მჯერა, მაგრამ მათ გადარჩენის შანსი არ აქვთ"

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა ლონდონის "ტოტენჰემზე" კომენტარი გააკეთა. მისი თქმით "დეზები" განწირულები არიან და გადარჩენის შანსი აღარ აქვთ.

"ტოტენჰემი"? მეც არ მჯერა რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ მათ გადარჩენის შანსი აღარ აქვთ. როგორც ჩანს ისინი მართლაც გავარდებიან. გუნდები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან რაღაც კოზირები მაინც აქვთ, მაგრამ "ტოტენჰემს" არაფერი.

მათ კალენდარს, რომ ჩახედავ იფიქრებ, რომ ქულები უნდა დააგროვო, მაგრამ ისინი ამას ვერ ახერხებენ. ახლა "ტოტენჰემთან" თამაში ყველას უმარტივდება", - განაცხადა კარაგერმა.

ცნობისთვის, "ტოტენჰემი" სეზონის ფინიშამდე 6 ტურით ადრე 30 ქულით გასავარდნ ზონაში მე-18 ადგილზეა, ორი ქულით ჩამორჩება „ვესტ ჰემს“, სამით - „ლიდსს“ და „ნოტინგემს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090001