The Athletic-ის ინფორმაციით FIFA-მ ირანის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მონაწილეობა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რამდენიმე კვირის წინ ირანმა მსოფლიოს მმართველ ორგანოს თხოვნით მიმართა, რათა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები მექსიკაში ჩაეტარებინა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.
გამოცემის მტკიცებით, თუ ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე უარს იტყვის FIFA პლეი-ოფის სისტემას გამართავს, სადაც ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვებული ირანის ნაკრებს ჩაანაცვლებს. აღნიშნულ პლეი-ოფში მონაწილეობას 2 ევროპული ნაკრები და 2 აზიური ნაკრები მიიღებს. თუ ყველაფერი მსგავსი სცენარით წარიმართება, იტალია ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება ევროპული კვოტისთვის. მიზეზი მარტივია — მათი მაღალი რეიტინგი და ისტორიული სტატუსი მსოფლიო ფეხბურთში, რაც მათ პრაქტიკულად გარანტირებულ მონაწილედ აქცევს ასეთ ფლეი-ოფში.
ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში : ბელგიის, ეგვიპტის და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ერთად იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნის აიღებს და 19 ივლისს დასრულდება.







