"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ პასტორემ ფრანგულ გადაცემაში Téléfoot-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან ქართველი შემტევი შეაქო და განაცხადა, რომ ხვიჩას ყურება დიდი სიამოვნებაა.
"კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ის გამოირჩევა სისწრაფითა და დარტყმით, თუმცა ვფიქრობ მისი დრიბლინგი და კრეატიულობა უნიკალურია. ეს ყველა თვისება მას მოედანზე განსაკუთრებულად სახიფათო ფეხბურთელად აქცევს, რომელსაც ნებისმიერ მომენტში მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მას ჩემგან განსხვავებით განსხვავებული სტილი აქვს, თუმცა მისი ყურება დიდი სიამოვნებაა", - განაცხადა პასტორემ.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 12 შეხვედრაში 8 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.
ცნობისთვის, ხავიერ პასტორე "პარი სენ-ჟერმენში" 2011-2018 წლებში თამაშობდა და პარიზული კლუბის მაისური 186 მატჩში მოირგო.





