ფეხბურთი

16:11 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

U17 | საქართველოს ნაკრებმა ანდორა დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, შესარჩევ ციკლში, სან მარინოში მიმდინარე მეორე რაუნდის B ლიგის მეორე მატჩი ჩაატარა და ანდორას დამარცხება შეძლო - 0:1.

შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ალექსანდრე კუნჭულიამ გახსნა და 17-წლამდე ნაკრები დააწინაურა. პირველი ტურის შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა სან მარინო 4:1 დაამარცხა.

სანდრო კობახიძის გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩს 16 აპრილს, ისევ აკვავივაში, უელსის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს მასპინძელ სან მარინოსთან, მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.

16 აპრილი | უელსი V საქართველო | აკვავივა | 13:00

სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე მიღწეული შედეგი, გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.


ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), საბა ცარციძე (კოლხეთი ფოთი).

მცველები: ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ლევან კალაძე (სამტრედია), საბა კილაძე (იბერია 1999), ნიკოლოზ ფოცხვერია (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო ბათუმი), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია), ანდრია ფოცხვერია (ინტერის აკადემია), ანზორ ცირამუა (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა (ტორპედო ქუთაისი), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი ლაგვილავა (ტორპედო ქუთაისი), გიორგი ჯამარაული (მეშახტე ტყიბული), რეზი გაზდელიანი (სიონი ბოლნისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ანდრია ლოლუა (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: არი დემირი (ნიურნბერგი, გერმანია) სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი), გაბრიელ თაკვარელია (ტორპედო ქუთაისი), ედვინ მხოიანი (ინტერის აკადემია).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085319