სხვა

16:38 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისლამ მახაჩევს კვარაცხელიას ნაჩუქარი ბუცები მოპარეს

UFC-ის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი იტალიაში გაქურდეს და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ნაჩუქარი ბუცები მოპარეს. ინფორმაცია თავად მებრძოლმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

გასულ კვირას, „ლივერპულთან“ მატჩში გატანილი გოლის შემდეგ პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისლამ მახაჩევს ბუცები სამახსოვროდ აჩუქა, თუმცა, რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ ძვირფასი საჩუქარი მოიპარეს.

მახაჩევის ინფორმაციით, ინციდენტი იტალიაში მოხდა, სადაც მას ჩანთა მოპარეს — შიგნით კი სწორედ კვარაცხელიას მიერ ნაჩუქარი ბუცებიც იდო.

რუსმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქურდებს მიმართა - „თუ ფეხბურთი არ გაინტერესებთ, დამიბრუნეთ“,

მიუხედავად ინციდენტისა, მახაჩევმა აღნიშნა, რომ თავად უსაფრთხოდ არის და ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი — მისი ლოცვის ხალიჩა — არ დაუკარგავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087083