ფეხბურთი

18:04 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" ბოსნიელი მცველის შეძენა სურს

მილანის „ინტერს“ ბოსნიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ ნიჭიერი მცველის, ტარიკ მუჰარემოვიჩის შეძენა სურს.

„სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ მედიას დაუდასტურა, რომ „ნერაძურისთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

იტალიური კლუბი 23 წლის ცენტრალურ მცველში 30 მილიონ ევროს ითხოვს, „ინტერის“ პასუხი ამ ფასზე ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ ტარიკის გაყიდვიდან თანხის ნახევარი, 50% „იუვენტუსს“ ერგება, სადაც ის აღიზარდა და თავის დროზე, ტურინელებმა „სასუოლოში“ სწორედ ასეთი შეთანხმებით გაუშვეს, რომ მომდევნო ტრანსფერიდან ნახევარს მიიღებდნენ.

ტარიკ მუჰარემოვიჩმა „სასუოლოს“ რიგებში 2024 წლიდან 58 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ბოსნიის ნაკრებში კი 12 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090492