„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლონდონის „არსენალთან“ მომდევნო მატჩზე ისაუბრა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, „არსენალის“ დამარცხება ძალიან ძნელია და მიკელ არტეტას გუნდს დიდ პატივს სცემს:
„ვეთამაშებით „არსენალს“, რომელმაც 49 მატჩიდან მხოლოდ 3 წააგო, ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელაც არ დამარცხებულა. „არსენალს“ დიდ პატივს ვცემ, მათი ერთხელ დამარცხება ძალიან რთულია და წარმოიდგინეთ ორჯერ როგორი რთული იქნება, რამდენიმე კვირის ინტერვალით“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.





