ლონდონის „ტოტენჰემს“ კაპიტანი კრისტიან რომერო სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.
არგენტინელ მცველს იოგების ტრავმა აქვს, რის გამოც მოედანზე 6-8 კვირის განმავლობაში ვერ გავა და შესაბამისად, სეზონი მისთვის დასრულდა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად იქნება და არგენტინის ნაკრებს მუნდიალზე დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში კრისტიან რომერომ ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.





