ფეხბურთი

20:00 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალი: "ქამბექი მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ თუ ასე მოხდება, წინააღმდეგი არ ვიქნები"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ესპანური გრანდის ლიდერი დარწმუნებულია, შეუძლიათ სიტუაციის შეცვლა და ნახევარფინალში გასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ადვილ მდგომარეობაში არ არიან:

„თავს კარგად ვგრძნობ. ვნახოთ, სიმეონე თუ გამიკეთებს რამეს და ხვალ ერთი-ერთზე წინააღმდეგ თამაშის უფლებას მომცემს... ჩვენ ყველანი კულეები ვართ, ძალიან კულეები, „ბარსას“ დიდი გულშემატკივრები და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. უნდა გავაკეთოთ ის, რაც მთელი სეზონის განმავლობაში გავაკეთეთ... ვიბრძოლოთ ამ ლოგოსთვის.

ნამდვილად გვინდა ნახევარფინალში გასვლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. პროფილის ახალი ფოტო? ლებრონი ერთ-ერთი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია ხვალინდელი თამაშისთვის შთამაგონოს და სწორედ ამიტომ ავირჩიე ის. ვიფიქრებ, როგორ მოახერხა მან ქამბექი და იმედია, მეც იგივეს გავაკეთებ.

ბევრი მოთამაშე გვყავს, ვისაც შეუძლია განსხვავების შექმნა, ტოპ გუნდი ვართ. მე ერთადერთი არ ვარ. არ მგონია, რომ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ქამბექი მთლიანად ჩემზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ასე მოხდება. „ბარსა“ წლებია ჩემპიონთა ლიგისკენ ისწრაფის. გვინდა ეს თასი.

ძალიან გვსურს შემდეგ ეტაპზე გასვლა. ჩვენ ვართ "ბარსა" და ყველაფერს გავაკეთებთ. ხვალ მთავარი ის არის, რომ არ უნდა დავიჯეროთ, რომ სიტუაციის შეცვლა რაღაც სასწაულია. პსჟ-ს წინააღმდეგ 6:1 ქამბექი ბევრჯერ ვნახეთ. რა თქმა უნდა, მეც ვნახე პირდაპირ ეთერში. გპირდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ. არც ერთ წუთს არ ვითამაშებთ პრესინგისა და სირბილის გარეშე, ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ არაფერი დასრულებულა. ქამბექი ძალიან შესაძლებელია და სწორედ ამიტომ ვართ აქ. ზეწოლა? მომწონს ასეთი მომენტები... რადგან ნამდვილი მოთამაშეები სწორედ მაშინ გამოდიან წინ“, - თქვა იამალმა.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ მატჩი 14 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება. დიეგო სიმეონეს გუნდს პირველი შეხვედრა სტუმრად 2:0 აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089373